About Us

LOGOapexupbeige2

სამშნებელო კომპანია აპექს დეველოპმენტი”

სამშნებელო კომპანია “აპექს დეველოპმენტი” 2013 წელს დაარსდა. მცირე ხნის განმავლობაში ჩვენი დაუღალავი, სწრაფი და ხარისხიანი შრომის შედეგად მომხმარებლის ნდობა მოვიპოვეთ.

ავსტრიულ კომპანია “Doka”–სთან პარტნირობამ საშუალება მოგვცა, რომ მშენებლობაში თანამედროვე და ეფექტური ტექნოლოგიები გამოგვეყენებინა. მათი მიერ მოწოდებული ინვენტარის დახმარებით მომხმარებელი დროის მცირე მონაკვეთში ხარისხიან შედეგს იღებს.

ჩვენი კომპანია ღია ფინანსურ პოლიტიკას აწარმოებს, რომელიც ყოველი თვის ბოლოს აუდიტორების მიერ კონტროლდება, რომლებიც, თავის მხრივ, ჩვენი კომპანიის ფინანსური მრჩევლებიც არიან.

ჩვენ კლიენტებთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ თანამოდროვე გიგანტურ პროექტებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტაბილური პროგრესი და ეკონომიკური სისტემის ზრდა.

„აპექს დეველოპმენტი“ არის კომპანია, რომელიც დაფუძნებულია დიდ შრომაზე,

ნდობასა და იმ ღირებულებების ინტეგრირებაზე, რომელიც ფასეულია ყველასთვის.

კომპანია პასუხობს ყველაზე მაღალ მოთხოვნებს. ჩვენი პროექტები მყარად იდგამენ ფეხს ბაზარზე და პოპულარობას იპოვებენ. ყოველი ნაგებობა არის გარანტირებულად უსაფრთხოების მაღალი ხარისხით აშენებული. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ შექმნილი პროექტები აბსოლუტურად ესადაგებად თბილისის იერსახეს და განაშენიანების გეგმას.

ჩვენ მივისწრაფით იმისკენ, რომ გლობალურ პროგრესს ჩვენი მუშაობის კვალი დავატყოთ. ჩვენს უნარებსა და ნიჭს ვახმართ ჩვენი კლიენტების ყველანაირი სურვილისა და მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

შექმნილი პროექტები არის მიმართული იმისკენ, რომ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიტანონ მათთვის მისაღები ცვლილებები. „აპექს“-ის კომპანიის ყოველი თანამშრომელი მუშაობს იმისთვის, რომ სრულყოს არა მხოლოდ პროექტები, არამედ, ზოგადად, კომპანიის მუშაობა, რათა ინოვაციურმა იდეებმა შეცვალონ ჩვენი კლიენტების ცხოვრება უკეთესობისკენ და აგრძნობინონ მათ სიმყუდროვე და კომფორტი.

ჩვენმა კომპანიამ შექმნა სამუშაო ადგილები და დღეს ჩვენს მშენებლობებზე 250 მუშაა დასაქმებული. უკეთესობისკენ შეიცვალა იმ მობინადრეთა მდგომარეობა, რომელთა საცხოვრებელი ფართების (ძველი ბარაკები, ნახევრად დანგრეული სახლები) ადგილზე აშენდა თანამედროვე, უახლესი სტანდარტის საცხოვრებელი კორპუსები. მათ გაუუმჯობესდათ ყოველდღიური პირობები სასურველი უბნის შეცვლის გარეშე.

 „აპექს დეველოპმენტი“ არის კომპანია, რომელსაც აქვს იმის რესურსები და შესაძლებლობები, რომ შექმნას კაპიტალი, დააპროექტოს, ააშენოს და შემდეგ მართოს ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია ცხოვრების გაუმჯობესება.